ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ქობულეთის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შუა ხნის მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში, კართან მეზობელმა თოვლში გაყინული იპოვა.
მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა და გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.