ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მათივე განმარტებით, დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ.
წყარო: აჭარის ტელევიზია