ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის და ასევე, იბერიის ისტორიის პროგრამებზე აბიტურიენტებს აღარ მიიღებს - მთავრობის ახალი დადგენილებით, ორივე პროგრამა ამოღებულია სიიდან

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 14

მთავრობის დადგენილებით, 2026-2027 სასწავლო წელს, ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა, ჯამში, 53 პროგრამაზე შეიცვალა.

მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასარიცხ სტუდენტთა ოდენობა 15 პროგრამაზე შეიცვალა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კი 7 პროგრამაზე, რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, აქამდე არსებულ პროგრამებზე ჩასარიცხ სტუდენტთა ოდენობა უცვლელი დარჩა, თუმცა თავად უნივერსიტეტს ერთი პროგრამა - ინგლისურენოვანი კომპიუტერი მეცნიერებები დაემატა. უნივერსიტეტს ამ პროგრამაზე 20 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

გარდა ამისა, პროგრამა დაემატა როგორც თსუ-ის, ასევე სტუ-საც. თსუ-ის დაემატა ერთი პროგრამა - ხელოვნების ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, სადაც ჩასარიცხ სტუდენტთა ოდენობა 50 ადგილით განისაზღვრა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კი დაემატა შემდეგი პროგრამა: ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა, სადაც სწავლას 10 სტუდენტი შეძლებს.

გარდა ამისა, მთავრობის ახალი დადგენილებით, ცვლილებები არ შეხებია შემდეგ უნივერსიტეტებს: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ამასთან, 2026-2027 სასწავლო წელს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის და ასევე, იბერიის ისტორიის პროგრამებზე აბიტურიენტებს აღარ მიიღებს. მთავრობის ახალი დადგენილებით, ორივე პროგრამა ამოღებულია სიიდან.

რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ში მაგისტრატურის პროგრამებიდან აქამდე არსებული კვოტები, თითქმის, ყველა პროგრამას მოემატა, ხოლო ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამაზე მისაღები ადგილები შემცირდა. გარდა ამისა, თსუ-ში გაუქმდა მაგისტრატურის სამი პროგრამა: დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია (15 ადგილი); ტურიზმი (ერთობლივი) (20 ადგილი); ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (5 ადგილი).

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომავალ სასწავლო წელს მაგისტრატურის პროგრამებზე მისაღები მიმართულებებიდან, ჩასარიცხი ოდენობები 29 მიმართულებაზე შეიცვალა, ხოლო რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, მაგისტრატურის პროგრამებზე ჩასარიცხ სტუდენტთა ოდენობები უცვლელი დარჩა.

გარდა ამისა, დადგენილების მიხედვით, ცვლილება შეეხო, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს, საიდანაც ერთი პროგრამა - სატრანსპორტო ლოჯისტიკა სტუდენტებს აღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა გაიზარდა.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ის ნაცვლად, 21 574-ით განისაზღვრა. რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233-ის ნაცვლად, 3335 იქნება.

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.  არსებული ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ერთ-ერთი ჩინოვნიკის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ჩხრეკას ატარებენ.  დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6759 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე