ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. დღესვე საკრებულომ თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი მერის, გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო აქტიურად შეუდგება მუშაობას ქუთაისის განვითარებისა და მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის. ასევე დამტკიცდა საკრებულოს ახალი შემადგენლობა, აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეები.
ქუთაისის საკრებულოში 25 წევრიდან 22 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. სამი წევრი ჰყავს ოპოზიციას - თითო - თითო მანდატი აქვს „გირჩს“, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“.