ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული მაღაროელები პატიმრობაში დატოვა.
სასამართლოსთან დაკავებულების ახლობლები იყვნენ შეკრებილი.
ჭიათურაში დღეს უწყვეტი პროტესტის 150-ე და შიმშილობის 29-ე დღეა. პროტესტის მონაწილეები დაკავებული თანაქალაქელების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამ დროისთვის შიმშილობს 8 ადამიანი, მათ შორის ერთი – მერაბ სარალიძე საპატიმროში.
მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.
წყარო: ინფოიმერეთი