ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლითა და 3 თვით, ორს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას "ფეისბუქ" გვერდი „მაღაროელი“ ავრცელებს.
კერძოდ, მოსამართლემ დაკავებულ მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წლისა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თენგო გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წლითა და 3 თვით.
ცნობისთვის, შემთხვევა ჭიათურაში მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.