ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილებზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და "სპეციალური სერვისების" სამსახურები. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
"ინტენსიური, გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობის დასახმარებლად. დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.