ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა, ფრაგმენტები გამვლელს დაეცა

ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა, ფრაგმენტები გამვლელს დაეცა

11 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 265

ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მე-9 სკოლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა.

სამშენებლო მასალის ფრაგმენტები “გლოვოს” კურიერს დაეცა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნაგებობის მეორე სართულზე გასული წლის აპრილში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგადაც შენობა ყოველდღიურად ნადგურდება.

პერიმეტრის მიმდებარედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე-9 სკოლაა, თუმცა ადგილზე არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არსებობს.

“მე-9 სკოლის წინ მდებარე შენობა ინგრევა, ამწუთას ჩამოიშალა მთელი სახურავი! ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები და სტუდენტები. არცერთი დამცავი, არცერთი გაფრთხილება! “გლოვოს“ კურიერს თავზე დაეცა აგურის ნატეხი. რას ელოდებით?! უბედურ შემთხვევამდე ვერ გადიხართ კაბინეტებიდან?! სიკვდილს ელით?!” – აცხადებენ ადგილობრივები.

ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე #56-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარი პირველად 3 აპრილს გაჩნდა. შენობაში განთავსებულია “საქართველოს ფოსტაც”.

წყარო: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე