ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს

ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს

24-03-2025 20:47
კატეგორიები: მსოფლიო

ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ე.წ. მეორად ტარიფს დააწესებს, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ვენესუელამ აშშ-ში მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა ათიათასობით კრიმინალი, რომელთა უმეტესობა მკვლელია. ამასთან, ვენესუელა აშშ-ს და იმ თავისუფლებების მიმართ, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, მტრულად არის განწყობილი. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს, იძულებული გახდება 25%-იანი ტარიფი გადაუხადოს აშშ-ს, ჩვენს ქვეყანასთან ნებისმიერი სახის ვაჭრობისას“, - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, ვენესუელას წინააღმდეგ ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

პოსტი ნახა: 475


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე