აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7248 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1619 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა.