რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები - Bloomberg-ის რეიტინგი

რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები - Bloomberg-ის რეიტინგი

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 166

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორ ილონ მასკია. Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, მასკის ქონება ამ ეტაპზე 344 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მასკს მოსდევს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც ბოლო მონაცემებით 215 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მილიარდერების რეიტინგში მესამე ადგილი Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს უკავია. მისი ქონება ამ ეტაპზე 210 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

რეიტინგში მეოთხე ადგილი ერგო Oracle-ის თანადამფუძნებელ ლარი ელისონს, რომლის წმინდა ქონებაც Bloomberg-ს 174 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.

უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს ხურავს Microsoft-ის დამფუძნებელი. კერძოდ, ბილ გეიტსის ქონება ბოლო მონაცემებით 169 მილიარდ დოლარს შეადგენს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე