რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა - სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა - სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 224

დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა,- ამის შესახებ “ქაღტული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტის განცხადებას, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“.

როგორც იონათამშვილი აღნიშნავს, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - „კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა”.

„რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი რომ კვდება დაბომბვის შედეგად, ევროპარლამენტი იმაზე არ აკეთებს-ხოლმე განცხადებას. მით უმეტეს, შაბათ-კვირას… დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა. სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა”,- წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, - წერს ევროპარლამენტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე