რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯისფერი?

3 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 105

კალათბურთის ნარინჯისფერი ბურთები 1950-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ ბურთის დიზაინი აღარ შეცვლილა. ბურთის ძირითადი მახასიათებლები NBA-ს (ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის)  მიერ არის დადგენილი. 

 
 

სწორედ NBA-ს წესები მოითხოვს იმას, რომ კალათბურთის ბურთი ხელოვნური ან ნატურალური ტყავისგან მზადდება და აუცილებლად ნარინჯისფერია.

ამ წესის შემოღება კალათბურთის გუნდის Butler Bulldogs-ის მწვრთნელის 1945–1970 წლებში, ტონი ჰინკლის (Tony Hinkle, 1899-1992) დამსახურებაა.

ჰინკლმა შენიშნა, რომ მისი გუნდი ხშირად მხოლოდ იმიტომ აგებდა, რომ ბურთის მოძრაობისას ვერ აკვირდებოდა. იმ დროს კალათბურთის ბურთები მუქი ყავისფერი იყო. ამიტომაც ჰინკლმა ამერიკულ კომპანია „სპალდინგს“ (Spalding) მიმართა, რომელიც ბურთებს აწარმოებდა და სთხოვა, რომ ბურთები უფრო მკვეთრი, თვალშისაცემი ფერის საღებავით შეეღებათ. ნარინჯისფერი ამ მიზანს იდეალურად შეეფერებოდა და დღემდე კალათბურთის ბურთები ამ ფერისაა.

სხვათა შორის, ტონი ჰინკლმა 1962 წელს მიიღო NABC-ის უმაღლესი ჯილდო კალათბურთის თამაშის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე