“რეანიმაციაშია, ძალიან დამძიმდა” - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ძმის მდგომარეობაზე

“რეანიმაციაშია, ძალიან დამძიმდა” - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ძმის მდგომარეობაზე

11-07-2025 15:36
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1148

მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმის მფლო­ბე­ლი, მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი, სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მის­მა დამ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა ძმის მძი­მე პე­რი­ოდ­ზე. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თაკო ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ახლა მხო­ლოდ ღმერ­თსა და ექი­მებ­ზე არი­ან მინ­დო­ბი­ლე­ბი.

– მა­მუ­კა არ არის კარ­გად, ვიბ­რძვით, ექი­მე­ბიც და ყვე­ლა, თა­ვად უნდა მოგ­ვეხ­მა­როს ორ­გა­ნიზ­მი. დიდი ხა­ნია უკვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პა­ლა­ტა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და შემ­დეგ ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს. ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია ექი­მე­ბის, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ღმერ­თის იმე­დად ვართ და ექი­მე­ბის.

– ბოლო წლებ­ში უკვე რთუ­ლად იყო…

– ორი წლის წინ გარ­თულ­და, ფილ­ტვის ემ­ბო­ლია და­ე­მარ­თა. იქამ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ პნევ­მო­ნი­ით მოხ­ვდა კლი­ნი­კა­ში, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში იწვა, შემ­დეგ ლე­ვან რა­ტი­ან­თან და გა­მო­იყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა ყვე­ლამ. ახლა ისევ კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში წევს, ამ გუნ­დმა კარ­გად იცის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­და­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან.

– უცხო­ეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

– 15 წლის წინ ავ­სტრი­ა­ში ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს ძვალ­ში შე­სულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მუ­კას თბი­ლის­ში ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ფეხ­ზე ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია კარ­გად ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ამ ამ­ბავს სხვე­ბიც ჩი­ვი­ან და ოპე­რა­ცი­ის დროს ძვალ­ში შე­ი­ტა­ნეს ინ­ფექ­ცია. მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და, და­ი­წყო სეფ­სი­სი და ფაქ­ტობ­რი­ვად მო­მაკ­ვდა­ვი წა­ვიყ­ვა­ნეთ ავ­სტრი­ა­ში. ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და. იმის შემ­დეგ ეტ­ლში იჯდა. ბოლო დროს ვირუ­სი შეხ­ვდა, კო­ვიდ­მაც და­ა­სუს­ტა და ეტ­ლში ვე­ღარ ჩაჯ­და, ლო­გი­ნად იყო. ძა­ლი­ან ვართ მინ­დო­ბი­ლე­ბი კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრს.

განაგრძეთ კითხვა



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე