რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა

08-04-2025 18:42
კატეგორიები: მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარის მთავარ პროკურატურაში წარდგენილ სისხლის სამართლის სარჩელში წერია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც თქვა, რომ ის ხუნტას ხელმძღვანელობს.

ერდოღანის ადვოკატის, ჰუსეინ აიდინის განცხადებით, პარალელურად, ანკარის პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, თურქეთის პრეზიდენტი არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის 500 ათას ლირას (13 000 დოლარი) ითხოვს.

პოსტი ნახა: 327


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე