Reuters - გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გადავადებას მხარი არ დაუჭირა

Reuters - გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გადავადებას მხარი არ დაუჭირა

27-09-2025 10:20
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 146

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გადავადებას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთისა და ჩინეთის რეზოლუციას, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაწესების ექვსი თვით გადავადებას ითვალისწინებდა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში მხარი მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ დაუჭირა.

კენჭისყრის შემდეგ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდმა განაცხადა, რომ „საბჭოს არ აქვს აუცილებელი გარანტია, რომ სწრაფი დიპლომატიური გადაწყვეტისთვის მკაფიო გზა არსებობს“.

გასულ თვეში საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის მექანიზმი აამოქმედეს, რადგან, მათი განცხადებით, თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას არღვევს. 19 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ სანქციების აღდგენის გადავადების შესახებ რეზოლუციის პროექტის მიღება ვერ შეძლო.

ირანის წინააღმდეგ სანქციები ძალაში 28 სექტემბრიდან შევა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე