Reuters - ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზას მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცა

Reuters - ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზას მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 175

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას მცხოვრებლებისთვის ახალი შეტევის წინ ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა მანამდე განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებდა, ღაზას სექტორში სამხედრო შეტევებს „ძლიერი ქარიშხლივით“ გააძლიერებდა.

Reuters-ი წერს, რომ ევაკუაციის ბრძანებამ ღაზას ქალაქის მცხოვრებლებში პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია. მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ სამხრეთისკენ გამგზავრონ, სხვებმა კი განაცხადეს, რომ დარჩებიან, რადგან უსაფრთხო ადგილი არსად არ არსებობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზას მცხოვრებლები გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია, რადგან ისრაელის ძალები სახმელეთო „მანევრისთვის“ ემზადებიან.

„ვეუბნები ღაზას მცხოვრებლებს, ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და ყურადღებით მომისმინეთ: გაფრთხილებული ხართ - ახლავე დატოვეთ ტერიტორია!“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კატარი „ჰამასის“ ლიდერებს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდეს.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის რამდენიმე იდეა მიიღო და ამ იდეების განვითარების გზებს შუამავლებთან ერთად განიხილავს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა კი გუშინ განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება მიიღო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე