ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 39 გემი დააკავა, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჰამას-სუმუდის ფლოტილიის რამდენიმე გემი უსაფრთხოდ იქნა გაჩერებული და მათზე მყოფი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ფლოტილიის შემადგენლობაში მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთული 40-ზე მეტი სამოქალაქო გემი შედის, რომელთა ბორტებზეც 500-მდე პარლამენტარი, ადვოკატი და აქტივისტი იმყოფება.