Reuters - მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

Reuters - მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 81

მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანჩესტერის პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სინაგოგასთან ახლოს თავდამსხმელი ავტომობილით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა და დაცვის თანამშრომელი დანით დაჭრა.

„მანჩესტერის პოლიცია ადასტურებს, რომ ჰიტონ პარკის ებრაული კონგრეგაციის სინაგოგასთან, კრამპსოლში მომხდარი მასშტაბური ინციდენტის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა“, - აცხადებს პოლიცია.

დაშვებულთაგან სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილს ოფიცრებმა ესროლეს და სავარაუდოდ, გარდაიცვალა, თუმცა სამართალდამცავმა ორგანომ ეს „მასზე აღმოჩენილი საეჭვო საგნებისა და უსაფრთხოების გამო“ ვერ დაადასტურა.

შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი იმყოფება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე