Reuters - „სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება

Reuters - „სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება

43 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 102

„სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით დაიმუქრა, რათა აიძულოს ის, დაეთანხმოს აშშ-ის მედიაციით შექმნილი სამშვიდობო გეგმის ჩარჩოზე“, - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში ორ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, აღნიშნეს, რომ კიევი ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ვიდრე ნებისმიერი წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, და აშშ-ის სურს, რომ უკრაინას შეთანხმების ჩარჩოს 27 ნოემბრამდე მოაწეროს ხელი.

„მათ სურთ, რომ ომი გააჩერონ და სურთ, რომ უკრაინამ გადაიხადოს ფასი“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე