Reuters - თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს

Reuters - თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს

02-11-2025 22:10
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 687

თურქეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ მეტი რაოდენობით არარუსული ნავთობის შესყიდვა დაიწყეს.

ინფორმაცია Reuters-მა საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულ ორ პირსა და ინდუსტრიის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

წყაროების ცნობით, თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, SOCAR Turkey Aegean Refinery-მ (STAR), რომელიც აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, ცოტა ხნის წინ დეკემბრის მიწოდებისთვის ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მწარმოებლებიდან ნავთობის ოთხი პარტია შეიძინა.

Reuters-ის გათვლებით, ეს არარუსული მარაგების 77,000–129,000 ბარელს შეადგენს დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ SOCAR -ი ნაკლებ რუსულ ნავთობს გამოიყენებს.

კიდევ ერთი მსხვილი თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Tupras, ზრდის არარუსული წარმოების ნავთობპროდუქტების შესყიდვებს.

წყაროების ცნობით, Tupras-ი, რომელიც თურქეთში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, სავარაუდოდ, მალე სრულად შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს თავის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რათა გააგრძელოს საწვავის ექსპორტი ევროპაში ევროკავშირის ახალი სანქციების დარღვევის გარეშე.

თურქეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის შემსყიდველია ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად. 25 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას სურს, რომ ანკარამ შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე