რეზო კიკნაძე - დიქტატორი და მკვლელი მთავრობა რომ არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? მონად არსებობას ციხეში ყოფნა მირჩევნია - ცრუ მოწმეების მოსამზადებელი რაიმე კურსი არსებობს? თუ არა, მაშინ ყველა მოწმე ერთი ტექსტით რატომ გამოდიოდა? მისი თქმით, დღეს პოლიცია ხალხს კრიმინალისგან კი არ იცავს, არამედ თავად არის კრიმინალი.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 25

დიქტატორი და მკვლელი მთავრობა რომ არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? მონად არსებობას ციხეში ყოფნა მირჩევნია, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა რეზო კიკნაძემ სააპელაციო სასამართლოში, დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პოლიცია ხალხს კრიმინალისგან კი არ იცავს, არამედ თავად არის კრიმინალი.

„ვერ გავიგეთ, რა დავაშავეთ. რაც ტყუილია, როგორ უნდა აიხსნას? ცარიელ სიტყვებს მტკიცებულებები უნდა დავარქვათ? წაიკითხეთ მოწმეთა ჩვენებები? რა კავშირი იპოვეთ მათ ჩვენებებსა და ბრალდებულებს შორის? ცარიელი მტკიცებულებების გამო დაგვტოვეს პატიმრობაში, ცირკში ვართ. ვარაუდის გამო იჭერთ ხალხს? ადამიანი, რომელიც ტყუილად იჯდა 2 წელი ციხეში, ისეთივე იქნება როგორიც ადრე?

15 თვეა ჩვენი ტელეფონები აქვთ და ვერაფერი იპოვეს. თქვენ გგონიათ აქ [ციხეში] ჯდომა მიჭირს? არა, მე აქ ყოველდღიურად ვძლიერდები, მაგრამ დედას რომ უჭირს, მამას რომ უჭირს, ბებოს რომ უჭირს? გყავთ დედა და წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება განიცადოს უსამართლოდ რომ დაუკავებენ შვილს?

დიქტატორი და მკვლელი მთავრობა რომ არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? მონად არსებობას, ციხეში ყოფნა მირჩევნია.

რაიმე კურსია ცრუ მოწმეების მოსამზადებელი? თუ არა, მაშინ დაკითხული ყველა მოწმე ერთი ტექსტით რატომ გამოდიოდა? შენ თუ მართალი მოწმე გქვია და არა ჯამბაზის ქუდიანი შარლატანი, უნდა თქვა, რა კავშირი გვქონდა ერთმანეთთან - ეს კი არცერთს არ უთქვამს. მოწმეები იმასაც ვერ ამბობდნენ, ნამდვილად მიიღეს თუ არა დაზიანება.

წარმოდგენილი ვიდეოები, ჩვენი ალიბია. ჩანს, რომ ხელსახოცს ვისვრი. ხმას თუ ჩართავთ გაიგებთ, როგორ მიმართავენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს. თუ ორგანიზატორი გვყავდა, ნიღბები რატომ არ გვეკეთა, სახეს რატომ არ ვფარავდით? ალოგიკურია. ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ თავში ფეხები ურტყეს, ეს დანაშაული არ იყო? ერთი სპეცრაზმელი მაინც დააკავეთ. ჩვენ კი წამში დაგვადეთ ბორკილები. პოლიცია კი არ გვიცავს კრიმინალისგან, არამედ თავად არის კრიმინალი.

ვინაიდან ეს ჩემი ბოლო სიტყვაა სასამართლოზე და მეტჯერ აღარ მომიწევს, სულ მინდოდა ასე დამესრულებინა ჩემი სიტყვა: - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, - განაცხადა რეზო კიკნაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

„ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას  უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება.  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე