რისი აშენება იგეგმება ყოფილი ელბაქიძის დაღმართზე?

რისი აშენება იგეგმება ყოფილი ელბაქიძის დაღმართზე?

21-03-2025 16:06
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1477

ელბაქიძის დაღმართის ტერიტორიაზე, კერძოდ, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #12-ში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

საუბარია, 31-სართულიან შენობაზე, რომელსაც კიდევ 2 მიწისქვეშა სართული ექნება. როგორც დოკუმენტაციაში აღნიშნული კომპლექსი დატვირთული იქნება ყველა იმ ფუნქციით, რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.

პროექტის დამკვეთი შპს "საქანელა დეველოპმენტია". კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართეს განცხადებით, რომ პროექტი შეითანხმონ და გასცენ მშენებლობის ნებართვა.

ცნობისთვის, შპს „საქანელა დეველოპმენტის" 100%-იანი წილის მესაკუთრე შპს „სილქ რიალ ისთეითია“.

ინვესტორი ელბაქიძის დაღმართის მიმდებარედ მრავალფუნქიცური კომპლექსის აშენებას 2019 წლიდან გეგმავს. წინა წლებში ტერიტორიის განაშენიანების გეგმაც იყო შეთანხმებული. როგორც ამჯერად, დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანიამ პროექტი მცირედით შეცვალა და მერიისგან ახალი პროექტის დამტკიცებასაც ითხოვს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე