„როიტერი“ - პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პუნჯაბის პროვინციაში

„როიტერი“ - პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პუნჯაბის პროვინციაში

16 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, აჰმედ შარიფ ჩოუდრიმ განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, სულ მცირე, ორი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

„როიტერის“ ცნობით, პაკისტანში მდებარე პუნჯაბის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც სააგენტო იუწყება, პროვინციაში მდებარე საავადმყოფოები და უსაფრთხოების ძალები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფებიან.

ამასთან, „სიენენი“ წერს, რომ აფეთქების ხმა გაისმა ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ქალაქ სრინაგარში. სრინაგარი ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის უდიდესი ქალაქია.

პოსტი ნახა: 291


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე