რომან დოლიძე UFC-ში მომდევნო ბრძოლას იტალიელ მარვინ ვეტორისთან ჩაატარებს

რომან დოლიძე UFC-ში მომდევნო ბრძოლას იტალიელ მარვინ ვეტორისთან ჩაატარებს

25-01-2025 01:14
კატეგორიები: სპორტი

UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს.

საშუალო წონის დაპირისპირება ლას ვეგასში 16 მარტს ჩატარდება. ბრძოლა ხუთრაუნდიანია და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.

ვეტორისა და დოლიძისთვის ეს მეორე ჩხუბია. პირველი ბრძოლა 2023 წლის 18 მარტს გაიმართა და გამარჯვება იტალიელს დარჩა.

ამ მომენტისთვის რომან დოლიძეს MMA-ის კარიერაში 14 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო მისმა იტალიელმა მეტოქემ შერეულ ორთაბრძოლებში 27 შეხვედრა ჩაატარა – 19 ჯერ მოიგო, 7-ჯერ დამარცხდა, ხოლო ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

ქართველი საშუალო წონის რეიტინგში ამჟამად მეათე ადგილზეა, ხოლო იტალიელი მე-7 პოზიციას იკავებს.

პოსტი ნახა: 875


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე