„როცა 1 საპარკინგზე ადგილზე 60 ავტომობილი მოდის, როგორ შეიძლება მათი განთავსება, ხომ არ გადავყრით“ - მევლუდ მელაძე

„როცა 1 საპარკინგზე ადგილზე 60 ავტომობილი მოდის, როგორ შეიძლება მათი განთავსება, ხომ არ გადავყრით“ - მევლუდ მელაძე

16 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 294

„ვამჭიდროვებთ და ვამჭიდროვებთ ქალაქს - როცა 60 ავტომობილი მოდის 1 საპარკინგე ადგილზე, როგორ შეიძლება მათი განთავსება, ხომ არ გადავყრით?!“, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ოფიციალური მონაცემებით, 2021-2025 წლებში დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე 8 293 საპარკინგე ადგილი დაემატა და ჯამში 12 980 ერთეული შეადგინა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოს, თბილისში 774 868 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, გამოდის, ერთ საპარკინგე ადგილზე ქალაქში 60-მდე ავტომობილი მოდის.

როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, რამდენი ავტომობილიც არის დედაქალაქში რეგისტრირებული, მინიმუმ იმდენი საპარკინგე ადგილია საჭირო.

„როდესაც 1 საპარკინგე ადგილზე 60 ავტომობილი მოდის, როგორ შეიძლება მათი განთავსება?! ფიზიკურად შეუძლებელია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც არა მხოლოდ გაჩერების პრობლემას ქმნის, არამედ საცობს, დისკომფორტს და ა.შ.“, - ამბობს მელაძე.

კითხვაზე, რა არის გამოსავალი, საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ რამდენიმე დონიანი საპარკინგე სივრცეების აშენებაში, რომლის პრეცედენტიც თავად თბილისის მერიამ უნდა შექმნას.

„მე ისევ ვფიქრობ, რომ თბილისში, კორპუსების აშენების ნაცვლად, მუნიციპალიტეტმა თვითონ უნდა შექმნას პრეცედენტი და ითავოს, რომ სართულებიანი საპარკინგე სივრცეებია აშენოს. დღეს როგორც არ უნდა აკრძალო, ეს ხალხი ამ მანქანებს ვერ გადაყრის და პოლიცია ყველას ვერ დაუწყებს დევნას. სხვათა შორის, ეს პოლიციელებიც საზოგადოების ნაწილი არიან და მათაც ისევე სჭირდებათ ავტომობილის პარკირება, როგორც სხვა ჩვენ ყველას. ამ რეალობის შეცვლა შეუძლია მხოლოდ უფრო ძლიერ ხელს. სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს სიჯიუტე უფროა. როცა რაღაც არ ამართლებს, სხვა გზით უნდა სცადო. ამ კონკრეტულ შემთხვევაც ფაქტია, რომ არ ამართლებს და სხვა გზების მოძიება არ იყო სათაკილო. ახლა მაინც იგივე გზით მივდივართ, სულ უფრო ვიწროვდება გზები, სულ უფრო ნაკლები საპარკინგე სივრცეა, სამაგიეროდ, მაღალსართულიანი კორპუსების რაოდენობა იზრდება. ავტომობილის საერთოდ გამოყენებაც რომ ავკრძალოთ, სადღაც ხომ უნდა გავაჩეროთ?! ხომ არ გადავყრით.

ასე ვიტყოდი, ოჯახს რამდენი წევრიც ჰყავს, მინიმუმ, იმდენი დასაწოლი საშუალება ხომ უნდა იყოს?! ავტომობილებიც ოჯახის წვერები არიან და ისინი თუ არ განვათავსეთ, მუდმივად იქნება ქაოსი, რაც დღეს უკვე გვაქვს.

პატარა უბნებში აბსოლუტური კატასტროფა ხდება, სერიოზული პრობლემა გვაქვს. უკვე შევდივართ ისეთ ჩიხში, საიდანაც დასაბრუნებელი უბრალოდ აღარ იქნება. მაგალითად, ჩემს ირგვლივ, არაერთი ადამიანისთვის ქვეყნის დატოვების მიზეზიც კი გახდა ის, რომ გადაადგილება და საქმეს გაკეთება იყო შეუძლებელი. დღეს თანამედროვე სამყაროში თუ სადმე რამე შენდება, ყველგან მოთხოვნა არის, რომ საპარკინგე სივრცე იყოს საჭიროზე მეტი (ღონისძიებების შემთხვევაში, მეტი რომ დაეტიოს). ჩვენთან პირიქით, ვამჭიდროებთ და ვამჭიდროებთ ქალაქს. ამ დროს, მინიმუმ იმდენივე საპარკინგე სივრცე გვჭირდება, რამდენი ავტომობილიც არის. ოჯახში თუ ვინმეს საწოლი არ აქვს, ის პრობლემას აუცილებლად შექმნის“,- ამბობს მევლუდ მელაძე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე