რუსებმა დნეპროპეტროვსკს შეუტიეს, დაშავდა 10 ადამიანი

რუსებმა დნეპროპეტროვსკს შეუტიეს, დაშავდა 10 ადამიანი

19-10-2025 13:59
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 573

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც სინელნიკის რაიონის შახტარსკის თემში 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელზე, ვლადისლავ გაივანენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაივანენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად სამ მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, ნიკოლაევში კი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ამასთან, რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოპოლს არტილერიით და დრონებით შეუტიეს. დაზიანდა რაიონული ცენტრი და პოკროვსკაიას თემი, სადაც კერძო სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე