რუსებმა კიევს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 13

რუსებმა კიევს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 13

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 179

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ყველაზე მძიმე შედეგები შევჩენკოვის რაიონშია, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი სადარბაზო განადგურდა.

„ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები“, - აღნიშნა მინისტრმა.

თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდა პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონები.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე