რუსებმა ნიკოლაევს „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს, დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსებმა ნიკოლაევს „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს, დაიღუპა ერთი ადამიანი

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 139

რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაშავდა, - ამის შესახებ ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა კასეტური ქობინით აღჭურვილი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ“, - განაცხადა ვიტალი კიმმა.

თავდასხმის ადგილებზე მედიკოსები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე