რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს, დაზარალდა ოთხი ოლქი

რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს, დაზარალდა ოთხი ოლქი

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 164

რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 55 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 30 დრონი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, მიკოლაივის, დონეცკისა და ჟიტომირის ოლქები.

შეგახსენებთ, შაბათს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში დღეიდან, 12 მაისიდან ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით უნდა ამოქმედებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე