რუსებმა უკრაინას 241 დრონით და 5 ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს - უკრაინელებმა 179 სამიზნე გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას 241 დრონით და 5 ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს - უკრაინელებმა 179 სამიზნე გაანადგურეს

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 206

რუსებმა 7 დეკემბრის ღამეს უკრაინის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების, საჰაერო და სახმელეთო რაკეტების გამოყენებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსებმა 241 დრონი და 5 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 179 სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის 175 დრონი და 4 რაკეტა.

ამასთან, 65 დრონის დარტყმა 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ სექტორს. დაზიანდა ტექნიკური აღჭურვილობა, ზოგიერთ რაიონში შეფერხებებია გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე