რუსებმა უკრაინას 537 დრონით და რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 537 დრონით და რაკეტით შეუტიეს

9 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 247

რუსებმა უკრანას 29 ივნისის ღამეს რეკორდული რაოდენობის - 537 დრონით და რაკეტით - შუტიეს, უკრაინელებმა 249 სამიზნე ჩამოაგდეს, 226 კი - ლოკაციურად დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 477 თავდასხმის დრონი გამოიყენეს, უკრაინელებმა 211 მათგანი ჩამოაგდეს, 225 კი - ლოკალურად დაიკარგა.

ამასთან, რუსებმა Х-47М2 „კინჯალის“ ტიპის 4 რაკეტა, „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტა, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის 41 ფრთოსანი რაკეტა და „კალიბრის“ ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.

უკრაინელებმა „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის ერთი ბალისტიკური რაკეტა, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის 33 ფრთოსანი რაკეტა და „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის ერთი რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე