რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 96

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ბუდაპეშტის სამიტის ჩატარება კვლავ შესაძლებელია, რატომაც არა?“ - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამიტის ჩატარების სავარაუდო თარიღი არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უნგრეთში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე