რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად მიმდინარეობს“

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად მიმდინარეობს“

21-12-2025 10:24
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 279

აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

კირილ დმიტრიევმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მაიამიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა.

„მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

დმიტრიევის ცნობით, მაიამიში მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება.

„მოლაპარაკებები დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე