რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტი განახორციელეს - მოვითხოვთ, ვითარება პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების კურსს დაუბრუნდეს

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 21

აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტი განახორციელეს, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„28 თებერვლის დილით აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამ უგუნურ ნაბიჯს წინ სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდული მზადება უძღოდა, მათ შორის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით განლაგება, რაც არ ტოვებს იმის ეჭვეს, რომ საქმე გვაქვს გაერო-ს წევრის, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ და არაპროვოცირებულ სამხედრო აგრესიის აქტთან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი „მოითხოვს ირანის გარშემო არსებული ვითარება პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების კურსს დაუბრუნდეს“.

„ვაშინგტონმა და თელ-ავივმა სახიფათო ავანტიურა კიდევ ერთხელ გაითამაშეს, რაც რეგიონს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რადიაციულ კატასტროფასთანაც კი აახლოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შემდეგ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბიში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე, დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაშავდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ქალაქ მინაბში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ბაზა აქვს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე