რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 187

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივასთან, 15 მაისს სტამბოლში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე