რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

04-04-2025 16:01
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 535

რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 78 დრონით შეუტია, საჰაერო თავდაცვამ 42 მათგანი ჩამოაგდო, 22-მა კი სამიზნემდე ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად უკრაინის 4 ოლქი დაზარალდა.

რუსებმა დრონები რუსეთის ბრიანსკის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.

უკრაინელებმა Shahed-ისა და სხვა ტიპის 42 დრონი ქვეყნის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე