რუსეთის სარაკეტო იერიშს კრივი რიჰზე 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის სარაკეტო იერიშს კრივი რიჰზე 4 ადამიანი ემსხვერპლა

17-01-2025 19:22
კატეგორიები: მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი რიჰი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა შორის სამი ქალი და ერთი მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულებს, ესენი არიან 22 წლის გოგო და 34 და 56 წლის მამაკაცები. მათი მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტა ქალაქში განლაგებულ სასწავლო დაწესებულებასა და საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

პოსტი ნახა: 382


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე