რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 12 რეგიონში, ასევე აზოვის ზღვის თავზე 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსულიმედია ავრცელებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 18

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 12 რეგიონში, ასევე აზოვის ზღვის თავზე 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსულიმედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 62 უპილოტო საფრენი აპარატი - ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 ტულის ოლქში, 11 - კალუგაში, 9 - მოსკოვის ოლქში, 8 ადიღეში, 7 კრასნოდარში, ექვს-ექვსი ყირიმსა და როსტოვში, ხუთი-ხუთი ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში და აზოვის ზღვის თავზე, 4 კურსკის ოლქში და ერთი - ვოლგოგრადში.

რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარის ტემრიუკის პორტში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის ორ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე