რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის თავზე 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თვითმფრინავის ტიპის 141 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 35 - დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, 32 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 22 - კრასნოდარის მხარეში, 15 - ტულის ოლქში, 13 - კალუგის ოლქში, 7 - კურსკში, ოთხ-ოთხი რიაზანისა და როსტოვის ოლქებში, 3 - ბელგოროდის ოლქში, ორი - ლენინგრადში, თითო-თითო კი სმოლენსკის, ფსკოვის, ნოვგოროდის და მოსკოვის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათ საღამოსა და კვირას ღამით რუსეთის ტერიტორიის თავზე 235 დრონი ჩამოაგდეს.