რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა, არის მსხვერპლი

02-11-2025 16:04
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 657

რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა დარტყმა დრონების გამოყენებით განახორციელეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში 5 სატვირთო მანქანა განადგურდა.

ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს, რის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაშავდა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე