რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო

23-12-2024 16:47
კატეგორიები: რეგიონი

რუსეთმა დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„23 დეკემბერს რუსეთმა დაიწყო ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება აფხაზეთისთვის“, - განაცხადა ნანბამ.

მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მილიონი კილოვატ/საათია. კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ეს მოცულობა გათიშვის არსებული გრაფიკით საკმარისი იქნება იანვარსა და თებერვალში.

„ამჟამად, გათიშვის გრაფიკი არის დღე-ღამეში ოთხი საათი, ორი ღამით და ორი დღის განმავლობაში, მოწოდებული ენერგია საკმარისი უნდა იყოს იანვარსა და თებერვალში არსებული გათიშვის გრაფიკით“, - აღნიშნეს ენერგოკომპანიაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან, რის გამოც, ოკუპირებული აფხაზეთი იძულებულია ელექტროენერგია რუსეთიდან შეიტანოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის დღიური ნაკადი აფხაზეთს 15 მილიონი რუბლი უჯდება. ეს თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ ე.წ. მთავრობა გადახდის საშუალებების მოსაძებნად გადაუდებელ ზომებს მიმართავს. ასევე, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით დაწესდა ჩაქრობის რეჟიმი.

პოსტი ნახა: 120


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!