რუსეთმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა

რუსეთმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა

01-06-2025 15:32
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 324

რუსულმა ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ქვედანაყოფზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა და ოფიციალური გამოძიება დაინიშნა. ოპერატიული „აღმოსავლეთის“ სარდლობა ასევე სრულ დახმარებას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს.

„თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები მკაცრად აგებენ პასუხს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე