რუსეთში ნავთობსადენი აფეთქდა, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება შეჩერებულია

რუსეთში ნავთობსადენი აფეთქდა, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება შეჩერებულია

27-08-2025 15:34
კატეგორიები: შემთხვევა მსოფლიო
პოსტი ნახა: 1253

რუსეთში, „რიაზან-მოსკოვის“ ნავთობსადენი აფეთქდა და რუსეთის დედაქალაქში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ძლიერი აფეთქება მოხდა რიაზანის ოლქში მდებარე მთავარ ნავთობსადენზე, რომელიც მოსკოვისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

წყაროები, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები არიან, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა და „ტრანსნეფტის“ წარმომადგენლები ზარალს ითვლიან.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე