ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი - სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, მოვიქცეთ ისე, რომ არავის ვაწყენინოთ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი - სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, მოვიქცეთ ისე, რომ არავის ვაწყენინოთ

6 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 249

სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, მოვიქცეთ ისე, რომ არავის ვაწყენინოთ, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა დასკვნითი სიტყვისას განაცხადა.

მან განმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობს.

„არ შეიძლება სამყაროს ცალი თვალით უყურებდე. ადამიანი ადამიანთან უნდა ადამიანობდეს. იყავი ადამიანი, იყავი კეთილი და მშვიდი. სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, მოვიქცეთ ისე, რომ არავინ არავის ვაწყენინოთ. ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, გვიყვარდეს ერთმანეთი და დავაფასოთ. მადლობა ყველას, მიყვარხართ.

მე არ დავიწყებ თავის მართლებას. იმ ვიდეოზე მე არ ვარ, რასაც ბრალდების მხარე მედავება. არავის დავსხმივარ თავს. ჩემი მოქმედებით არ შემიქმნია საფრთხე არც საზოგადოებისთვის და არც პოლიციელებისთვის. ჩემთვის გაუგებარია, როგორ ვითვლები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირად, როცა ერთმანეთსაც კი არ ვიცნობთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

მისი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა: „ვისაც თავის შეკავება არ შეუძლია, შეუძლია დარბაზი დატოვოს“. აღნიშნულის შემდეგ, პროცესზე 10-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე