ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა

27-08-2025 15:48
კატეგორიები: საზოგადოება პოლიტიკა
პოსტი ნახა: 918

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ლევან ჩაკვეტაძე აღნიშნავს, თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

„პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებაში. გულწრფელ მადლობას ვუხდი მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მომეცა ამ მეტად საპასუხისმგებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

გუნდსა და სამინისტროს ვუსურვებ წარმატებას რეფორმის გაგრძელებაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანამ მიაღწიოს მთავარ მიზანს – ნარკოდამოკიდებულ პირებს მიეწოდოს ხარისხიანი, რეალურ შედეგზე ორიენტირებული სერვისები,“ – აღნიშნა ლევან ჩაკვეტაძემ, რომლის კომენტარსაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა. გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები, სერვისს ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო აწვდის.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე