რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ 70 წლის ვაჟა ბერიშვილის 1-დღიანი, ბექა აგულაშვილს 5-დღიანი, ანუკა გამსახურდიას კი 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ 70 წლის ვაჟა ბერიშვილის 1-დღიანი, ბექა აგულაშვილს 5-დღიანი, ანუკა გამსახურდიას კი 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 147

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 70 წლის ვაჟა ბერიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ის წუხელ, 21:45 საათზე დააკავეს, შესაბამისად, იზოლატორს დღეს, ამ დროს დატოვებს.

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დემონსტრანტი ბექა აგულაშვილიც. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად სცნეს ანუკა გამსახურდიასაც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოში კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე