რუსთაველის გამზირზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი, ჯანო ჭკადუა განმარტავს, თუ რა პირობებში უწევს მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა.  ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილს კვლავ აგრძელებს, რის გამოც, მას არ აქვს ციხეში შესაბამისი პირობები.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 12

რუსთაველის გამზირზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი, ჯანო ჭკადუა განმარტავს, თუ რა პირობებში უწევს მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა.

ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილს კვლავ აგრძელებს, რის გამოც, მას არ აქვს ციხეში შესაბამისი პირობები.

„გლდანის ციხეში ის იმყოფებოდა ერთ-ერთ საკანში, მეორე სართულზე, სადაც იყო ტარაკნები. მოხდა დეზინფექცია, აღნიშნული საკნის შეწამვლა. შეწამვლიდან ორ საათში შეასახლეს, რის გამოც, რა თქმა უნდა, იყო სპეციფიკური სუნი და მოუწია ამ ვითარებაში ყოფნა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს სხვა საკანში, ანუ ე.წ. კარცერში, სადაც ასევე დახვდა დიდი სიბინძურე, ტარაკნებიც იყო. არ აქვს პირსახოცი, ჰიგიენური საშუალები, ჯაგრისი, ხელის დასაბანი საშუალება. არ აქვს იმის საშუალება, რომ საკანი დაასუფთაოს და ამ არაადამიანურ პირობებში უწევს ყოფნა. მისი განმარტებით, ეს არის იმის გამო, რომ შიმშილობს და არ შეუწყვეტია. მისი შიმშილობის ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ შიგნით ამ ფორმით განაგრძოს პროტესტი, რომელიც მას გარეთ ჰქონდა “,- განაცხადა ჯანო ჭკადუამ.

ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.  ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“.  აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს კენჭს უყრიან.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ომის დროს მიღებული დაზიანებების მიუხედავად უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა, - ამის შესახებ ირანის მთავრობის მრჩეველმა და პრეზიდენტის ვაჟმა, იუსეფ პეზეშკიანმა განაცხადა. „გავიგე, რომ ბატონი მოჯტაბა ხამენეი დაშავდა. ვკითხე რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ. მითხრეს, რომ, ღმერთს მადლობა, ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“, - დაწერა იუსეფ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე