რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 208

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა.აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე