რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბრიდან - 312 დღეა მიმდინარეობს.